ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა. სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ ათობით ათასი ადამიანს აქვს სიმპტომები, თუმცა ექვსი გარდაცვლილიდან ტესტირების შედეგად ,,ომიკრონი“ მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა.
ექსპერტები მნიიჩნევენ, რომ ვირუსი ქვეყანაში უკვე გარკეული დროის განმავლობაში გავრცელებულია, თუმცა ხელკისუფლებამ ვირუსის გავრცელება მხოლოდ გუშინ დაადასტურა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირბადით ტელევიზორში პირველად გუშინ გამოჩნდა და ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი გამოაცხადა.