ბორის ჯონსონმა ,,კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარი რეზიდენციიდან ოფიციალურად გააკეთა. როგორც ჯონსონმა განაცხადა, ის დარჩება პრემიერის პოსტზე მანამ, სანამ პარტია არ აირჩევს მის მემკვიდრეს.
როგორც ჯონსონმა განაცხადა, ის დარდობს, რადგან მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ტოვებს.
,,მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“ _ განაცხადა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. ჯონსონის მთავრობა 53-მა პოლიტიკოსმა დატოვა.