კანადისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინას ნახევარი მილიარდი ფუნტის სესხის გარანტია მისცეს. ჯასტინ ტრუდომ და ბორის ჯონსონმა უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს G7 სამიტის დროს მიმართეს.
„უკრაინელები გმირულად იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. ისინი იცავენ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს, როგორც დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სუვერენიტეტი“ _ ნათქვამია მიმართვაში.
ჯონსონმა და ტრუდომ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებენ, რუსული ოქროს ემბარგოს დააწესებენ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გააძლიერებენ.