მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ის ოჯახის წევრებთან მივიდა და გადაეხვია. ფოტოებს ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური აქვეყნებს. ჯონსონი გადაღებულია მის 2 წლის შვილთან, ვილფთან ერთად, რომელიც მამის ასლია.
ბორის ჯონსონსა და კერი საიმონდს ორი შვილი ჰყავთ, 2 წლის ვილფრედ ლოვრი ნიკოლასი და 9 თვის ქალიშვილი რომი აირის შარლოტი. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი კორონავირუსის გართულების გამო სიკვდილს ებრძოდა, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში კი მისი ვაჟი ვილფრედი დაიბადა. ჯონსონი შვილის დაბადებას დაესწრო.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თანაშემწეები და კოლეგები მას ტაშს უკრავდნენ, ზოგიერთი მათგანი ტიროდა კიდეც. პოსტის დატოვების მომენტში პრემიერის ვადის გაგრძელებას მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ ჯეიკობ რის-მოგი და ნადინ დოროსი უჭერდნენ მხარს. ჯონსონი სიტყვით გამოსვლის შემდეგ კოლეგებს ესაუბრა.





