დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე ბოლო სიტყვა წარმოთქვა. მან თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, ლიზ ტრასსა და მის გუნდს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჯონსონის თქმით, ის ტრასის ოფიციალურად დანიშვნას დაესწრება.
,,პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის ოფიციალურად დანიშვნას დავესწრები. ახალი პრემიერი მალე არაჩვეულებრივ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ამ ხალხმა შეძლო ბრექსითის რეალიზება, მათ შეძლეს მოსახლეობის ვაქცინაციით უსწრაფესად მომარაგება“ _ განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლიზ ტრასი შეძლებს და ხალხს ენერგეტიკულ კრიზისს გადაალახინებს.
,,რთული დროა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ ამას. მინდა ჩემს თანაპარტიელებს მივმართ, დროა ყველა გავერთიანდეთ ლიზ ტრასის და მისი გუნდის ირგვლივ და მოსახლეობის წინაშე დაპირებები შევასრულოთ“ _ აღნიშნა ჯონსონმა.
დაუნინგ სტრიტის 10 ნიმერში, სადაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენციაა, ბორის ჯონსონი მეუღლესთან, კერისთან ერთად მივიდა.
