დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა ნახა მედვედჩუკის მიმართვა, მაგრამ ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
გუშინ გავრცელდა ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრისა და მისი ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეო მიმართვა, სადაც იგი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობაზე და დამცველებზე საკუთარი თავის გაცვლას სთხოვს.
დღეს ჟურნალისტების კითხვას, თუ რა რეაგირებას მოახდენს პუტინი მედვედჩუკის მიმართვაზე, პესკოვმა უპასუხა, რომ მიმართვა ნახეს, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი რეაქცია არ ყოფილა.