მას შემდეგ, რაც ცნობილი ორიგარქი, პუტინის ახლო მეგობარი და მისი ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს, სასამართლომ მის ოჯახს უძრავი და მოძრავი ქონებიდან 154 ობიექტი დაუყადაღა.
დაყადაღებულ ნივთებს შორის არის: 26 ავტომობილი, 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 17 ავტოსადგომი და იახტა.
ასევე დააყადაღეს 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელი არის ვიქტორ მედვედჩუკი.