საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის განცხადებებს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, რეფერენდუმზე საუბარი მიუღებელია, რადგან ოკუპაციის პირობებში მას იურიდიული ძალა არ ექნება.
,,ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა“ _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.