დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
"ვიცე-პრემიერი და საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩას აშშ-ში" _ განაცხადა ირაკლი ღარინბაშვილმა.
დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა.