ლიეტუვის საელჩო საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან დიპლომატების შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დიპლომატიური კორპუსის საერთო განცხადებას ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც ფიგურირებენ.
"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულება ბ-ნ დავით ზალკალიანს.
შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში", – აღნიშნულია განცხადებაში.