უკრაინის სამხედრო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემებიდან მთლიანად გათიშულია.
,,იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ“ _ ნათქვამია სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.