დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ ისინი ,,ღრმად შეშფოთებულნი არიან იმ სერიოზული საფრთხის გამო", რომელიც უკრაინაში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს. მათი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები საგრძნობლად ზრდის ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.
G7 კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და ამას „არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს“ უწოდებენ. მათი თქმით, რუსეთის ქმედებები ასევე ძირს უთხრის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შესაძლებლობას, მონიტორინგი გაუწიოს უკრაინაში ბირთვული აქტივობების უსაფრთხოებას.