კომპანია ,,გაზპრომის“ მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ალექსანდრ ტიულიაკოვმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ტიულიაკოვის ცხედარი ლენინგრადის ოლქის ელიტურ დასახლებაში - ლენინსკოიეს ერთ-ერთ ავტოფარეხში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.