ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციას გამართავენ. პროტესტი პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
,,პასუხი რუსულ ოცნებას“ _ ამ შინაარსის ლოზუნგით პარტია ,,დროამ“ პარლამენტთან აქცია 7 საათზე ჩანიშნა.
აქციას გამართავენ ,,გირჩი მეტი თავისუფლებას“ წარმომადგენლებიც.
,,დღეს, 25 თებერვალს პარლამენტთან შევიკრიბებით.
მთავრობას არაფერს მოვთხოვთ, არ გვჯერა, რომ ამათთან საუბარს რაიმე აზრი აქვს.
გვინდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენი მთავრობისნაირი უნამუსო ჩმორები არ ვართ!
გაანიავეთ ის სუნი, რომელიც დააყენეთ !" _ წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია 18:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განმარტებით, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სოლიდარობა ისე გამოხატა, როგორც შეეძლო და ამისთვის უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.
გარდა ამისა, ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო რიგგარეშე სხდომაში, რომელიც უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.