რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს.
„რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა თუ არ შევა, ეს მისი გადასაწყვეტია“ _ ამბობს კახა კალაძე.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.