ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა. მან ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
გაბუნიამ ახლა ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა. ის აქამდე ასტრაზენეკას ორი დოზით იყო ვაქცინირებული.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6–დან 3 თვემდეა შემცირებული.
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო