ყაზახეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერიკ უალიმ Facebook-ზე დაწერა.
,,ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის გადაწყვიტილებით, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა“ _ ნათქვამია პრესსპიკერის ინფორმაციაში.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ქვეყანაში 164 ადამიანი გარდაიცვალა.