ყაზახეთში მიმდინარე დაპირისპირებას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, მისი 15 წლის და კი დაიჭრა. ინფორმაციას ყაზახეთის ბავშვთა ომბუდსმენი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 4 წლის გოგოს უმისამართო ტყვია მოხვდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში 164 ადამიანია გარდაცვლილი. დაპატიმრებულთა რაოდენობა კი 6 000-ია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დახმარებას 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
ქვეყანაში მთავრობა გადადგა, თუმცა არეულობა გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ფოტო: BBC