2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
„ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება“ - აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
მთავარი ფოტო: gov.ge