ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ქუთაისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი ატირაუდან შესრულდა და მან საქართველოში 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა.
ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს. 4 მაისს რეისები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
მთავარი ფოტო: www.anna.aero