იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის.
„ჩვენ ეს იმისთვის დავაინიცირეთ, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაგვედგა დეპოლარიზაციისკენ, ამის საპირისპიროდ რადიკალიზაცია მივიღეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ კონტრპროდუქტიული. მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
მთავარი ფოტო: imedi.ge