მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სამომავლოდ 19 აპრილის მსგავს შეთანხმებაზე ხელის მოწერას გამორიცხავენ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომავალში ,,ქართული ოცნება“ გამორიცხავს ისეთი ტიპის შეთანხმებაში შეხვლას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაყვანას ითვალისწინებს.
,,მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, სიტუაციის კიდევ უფრო რადიკალიზაციას ახორციელებდნენ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაყვანას“ _ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.