"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და მისი გაცნობა სურს, თუ იმავეს სურვილი სააკაშვილისგანაც იქნება.
"მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია.
მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.