„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ისინი რაღაც ფორმით ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობენ, თუმცა, საკუთარი პრიორიტეტები აქვთ და ეცდებიან ამ არჩევნებზე „გირჩმა“ მაქსიმალური ხმა მიიღოს.
„როგორც იცით, ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ რაღაც ფორმით, მაგრამ, მხარს არავის ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს, გვინდა „გირჩმა“ არჩევნებზე მაქსიმალური ხმა მიიღოს.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიციაში ფიზიკურად არ საუბრობენ. არ საუბრობენ მართლა რა ამოცანები აქვთ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, ეს პრობლემა შარშანდელი არჩევნების მერე მოგვყვება, ეს ჩვენ გავიგეთ. ახლა, არჩევნების წინ ჩანს, რომ მგონი, ოპოზიციას საერთოდ არ ესმის რას აკეთებს“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.
მთავარი ფოტო: ptn.ge