ჩვენ გადავწყვიტეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეყიდა 3800 ადგილი - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საარჩევნო კომისიებში ადგილების გაყიდვის თაობაზე განაცხადა.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამით პარტიებს ექნებათ უფრო მეტი გარანტია იმისა, რომ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ხმებს უკეთესად დაიცავენ. მეგრელიშვილის თქმითვე, აუქციონში სხვადასხვა პარტიები იღებენ მონაწილეობას, ხოლო, მიღებული ფინანსური რესურსით "გირჩი" წინასაარჩევნო კაპანიის დაფინანსებას გეგმავს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეყიდა 3800 ადგილი, აუქციონები არის საჯარო, საჯარო აუქციონებში მონაწილეობენ ჩვენი მხარდამჭერები. თბილისის აუქციონებზე საკმაოდ დაბალი იყო ფასი, სადაც 45 ლარი, ეს იმიტომ რომ ვერ დაიჯერეს რომ მართლა ვშვებოდით, მეორე დღეს კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და 100 ლარს გადაცდა" - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ფოტო: facebook