ტელეკომპანის ფორმულას დაკვეთით Edison Research–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" 36, ხოლო, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 27% მისცემდა ხმას. სხვა პარტიათა შედეგები ასე გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ - 36%;
„გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ - 11%;
„ლეიბორისტული პარტია“ - 4%;
„ლელო“ - 4%;
„ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება“ - 4%;
„ევროპული საქართველო” - 2%;
„გირჩი“ - 2%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
„მოქალაქეები“ - 1%;
„ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 1%;
„ელენე ხოშტარია - დროა“ - 1%;
სხვა - 3%.
კვლევის ფარგლებში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.
ფოტო: facebook