კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, მოსახლეობის 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, ხოლო 4%-ს პასუხი არ აქვს. ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - ,,საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის, დიდი ქალაქებისა და დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.
NDI-ის ცნობით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქალები. ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. მათგან, ვინც ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს, 15 გამოკითხული ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 25 - ოპოზიციის, ხოლო 20 - პარტიას არ ასახელებს.