ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის ახალ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. მათივე ცნობით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან უმუშევარია.
NDI-ის ცნობით, უმრავლესობა ამბობს, რომ ან საერთოდ ვერ პოულობს სამსახურს, ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება.
დაუსაქმებელთა 49% ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, 20% ამბობს, რომ ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით, 16% არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 8% ამ ჟამად არ ეძებს, 5% კი ამბობს, რომ ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით.
გამოკითხულთა უმეტესობა მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს. ოჯახის ეკონო0მიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ კარგად, 59%-ის თქმით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო 35%-ს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.