დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.
,,ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო, რა თქმა უნდა, არა - ყველასთვის, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის, მაგალითად ჩემი კოლეგებისათვის“ _ განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.