დაავადებაა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კახელ მევენახეებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, რომ უახლოეს პერიოდში თავი შეიკავონ ხალხმრავალი ღონისძიებებისა და სუფრებისგან.
იმნაძე მევენახეებს ურჩვეს, რომ ჯერ რთველი ჩაატარონ და შემდეგ იქეიფონ.
"კახელებს ვთხოვ ერთს, როგორც ყოველთვის, ახლაც გამოიჩინონ სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ დიდი ქეიფები. მესმის, ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ! იქნებ, მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყოს" - აღნიშნა იმნაძემ.
ფოტო: facebook