სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში. ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. დეკანოზმა ტარიელ რუხაძემ, რომელიც სალხინოს მამათა მონასტერში მივიდა, ის ეპარქიის ეკონომისტია, მან წირვის დასრულების შემდეგ კელიებში მყოფ განკვეთილ ბერებს ახალი ბრძანების შესახებ უთხრა, რომლის მიხედვითაც მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები უნდა დაილუქოს, რასაც ბერების გაღიზიანება მოჰყვა.
ბალდის მამათა მონასტრი წინამძღვარი ანთიგონეს განცხადებით, ეპარქიაში მამათმავლები და პედოფილები არიან, ხოლო ბერები ადგილის დატოვებას არ აპირებენ.
"ეს ხალხი ვიცი, რომ მატყუარები არიან. მამათმავლების მფარველი, პედოფილების მფარველი, უნამუსოების მფარველები. ჩვენ მათ არ ვღებულობთ და არც გასვლას არ ვაპირებთ აქედან" – თქვა მან.
ფოტო: facebook