ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია - ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაჰყავს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა. განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც ეპარქიიდან წასვლას არ აპირებდნენ.
მონასტერთან დარჩენილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ.
მთავარი ფოტო: Facebook