საპატრიარქოს განკარგულებით, ეკლესია–მონასტრებში კორონავირუსის გავრცელების საწიააღმდეგოდ ახალი რეგულაციები წესდება. საქმე ეხება ტაძრებში დისტანციის დაცვას, იატაკის პერიოდულ დეზინფექციას, მრევლისთვის ტაძარში, პირბადებიის ტარების აუცილებლობას.
საპატრიარქოს განკარგულებითვე, "სიტკბოების მიღებისთვის" გამოყენებული იქნება ერთჯერადი ჭიქები. განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პატრიარქი.
"ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები" – წერია განკარგულებაში.
ფოტო: facebook