საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და მას მისი გამავრცელებელი მიზანმიმარულად იყენებს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. მისი თქმით, ვინც ამას აკეთებს "უგუნურია".
"მსგავსი ფაბრიკაციები მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ვეტყვი, რომ მაგარი უგუნურია, თუ რამე დანაშაულის ნიშნებია, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ რაც მე მოვისმინე არის სრული სისულელე და პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა სისულელეზე სამართლებრივ დავას არ ვაპირებთ. მე პირადად დასამალი არაფერი მაქვს და ვისაც უნდა მისმინოს" - აცხადებს იურისტი.
ფაილები გუშინ, 12 სეტქემბერს გავრცელდა და ის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავს.
ფოტო: facebook