შალვა პაპუაშვილი სუს-ის არქივიდან ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ ფაქტის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ყველაზე მარტივი კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, არის „ვის აწყობს?“. ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ აწყობთ, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარეშე აადუღოს ტემპერატურა ისე, რომ 2 ოქტომბერს გამოიწვიოს არეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება 2 ოქტომბრისთვის, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტემპერატურის აწევის არაერთი მცდელობა არის. ასეთი ინფორმაცია კიდევ იქნება და პირველი კითხვა, რომელიც დასვათ, არის - ვის აწყობს? აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რასთან გვაქვს საქმე. თუკი პასუხი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მთავარი ფოტო: mkhare.ge