,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას რუსული გავლენების აგენტების რეესტრი საქართველოში და დაუწესდეთ საერთაშორისო სანქციები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ვინც რუსეთის მიერ ფინანსდება და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა წარმოადგენს.
,,ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვქმნით „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“. რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში“ _ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.