თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას მედიაში გავრცელებულ ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამართლებრივ ჭრილში დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.
„აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული. თქვენ ნუ მისცემთ სამართლებრივ კვალიფიკაციას მოვლენებს, ამისთვის არსებობს კომპეტენტური უწყებები და ისინი მისცემენ ამას კვალიფიკაციას“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მთავარი ფოტო: ipress.ge