საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან ამის შესახებ ,,რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
,,ჯარში სიტუაციას მაღალ დონეზე ვაკონტროლებთ. ციფრებიც ამაზე მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში პანდემიის თვალსაზრისით აფეთქება გვქონოდა, თუმცა ეს ვერ ვნახეთ“ _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი ჯარისკაცების ვაქცინაციას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ.
,,მათი ვაქცინაცია დაწყებულია და სანამ ჩვენ სამხედროებს სამშობლოში დავიბრუნებთ, პარტნიორები მათ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ“ _ განაცხადა ბურჭულაძემ.
ფოტო: TV პირველი არხი