ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ნარატივი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძე ევროკავშირს თხოვნით მიმართავს, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიიღონ.
,,არ შეიძლება, ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმისთვის, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული რეჟიმი, ეს იქნება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. ევროკავშირში ვთხოვ ყველას, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს“ _ განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.