12 სექტემბერს გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის ცხოვრების პირადი დეტალები ფარული მიყურადების გზით არის ასახული, დგინდება, რომ რომ მიყურადების ობიექტები უცხოელი დიპლომატებიც იყვნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ესაუბრა თანაშემწეს, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა - წერია სუს-ის ფაილში.
ფოტო: Facebook