„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მასსა და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბრის ავთენტურობას ადასტურებს.
ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ისიც, როგორც ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე.
„მინდა დავადასტურო ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა, რომელიც მქონდა 2019 წელს მეუფე თეოდორესთან. ვადასტურებ ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია იმ დროს, როდესაც გახარია იყო შს მინისტრი და ხელისუფლებამ ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო აღვირახსნილი კამპანია. მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დამკითხონ მე, როგორც ფაქტის მონაწილე, რომ დავადასტურო ჩანაწერის ავთენტურობა.
მოვითხოვ, სუს-ის ხელმძღვანელი გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება და გადადგეს, ასევე გადადგეს შს მინისტრი და პასუხისმგებლობა აიღონ გახარია-ღარიბაშვილმა იმ ქმედებებზე, რომელსაც აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მთავარი ფოტო: tabula.ge