პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მადლობას უხდის ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს დავით სერგეენკოსა და ვლადიმერ ჩაჩიბიას იმისთვის, რომ 7 მარტს რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სერგეენკოს და ჩაჩიბაიას პრინციპულობისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ ვინმე სწორ რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, იმას უნდა ვუთხრათ, რომ სწორია და მართალია. შავი და თეთრი არ არსებობს, არსებობს სწორი პოზიცია და არ აქვს მნიშვნელობა დღეს ვინ რომელი პარტიიდან გააჟღერებს ამ სწორ პოზიციას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
7 მარტს საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს 76 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ქართული ოცნების ოთხმა დეპუტატმა მისი მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ესენი არიან: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქეთევან დუმბაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფირმაცია, რომ დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა კანონპეოექტს რეალურად მხარი დაუჭირეს, თუმცა თუმცა მოხდა ტექნიკური ხარვეზი.