უბედური შემთხვევა აჭარაში - ბათუმში მამაკაცი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი დაახლოებით 30 წლის იყო. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ფოტო: facebook