ბათუმის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. სხდომაზე გასატანი ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტი იქნება.
ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო, თუმცა საბოლოოდ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საშუალება საკრებულოს ახალ შემადგენლობას მაინც არ მიეცემა და მას საკრებულოს ვადაგასული შემადგენლობა დაამტკიცებს.
ბათუმის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.