თბილისის შემდეგ, უკრაინულენოვანი სექტორი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაშიც დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე ექნებათ.
უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები იმ სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ, განათლების მინისტრის განცხადებით, მოსწავლეაბი შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებით უკვე უზრუნველყოფილი არიან.
,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა ბავშვებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ჩამოსული საუკეთესო მასწავლებლები, რომლებიც უკრაინულ ენაზე შესანიშნავად წარმართავენ სასწავლო პროცესს“ _ განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ბათუმის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, უკრაინულენოვან სექტორზე I-IV კლასის მოსწავლეები ისწავლიან, ხოლო სექტემბრიდან ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა საფეხურის მოსწავლეს ექნება.