ბათუმის საკრებულოში ხმაურია. ბიუროს სხდომაზე პოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე ირაკლი კუპრაძე და სხვები. როგორც ისინი აცხადებენ, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ძველი შემადგენლობით სურს. ოპოზიცია მათ ეწინააღმდეგება და ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას აპროტესტებს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.
შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.