დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე მორალურად პატრიარქის კისერზეა. ამით მან ილია II-ს უპასუხა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ "პირველ რიგში, ღმერთის იმედი ჰქონდეთ", ხოლო მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს კურთხევა მისცა, კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის, ყოველი დიდი დღესასწაულისა და კვირის წირვის შემდეგ პარაკლისი გადაიხადონ.
„არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმებისა და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე წინა წლებში. ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირად ღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება“ - წერს ილია ჭიღლაძე.
მთავარი ფოტო: 1tv.ge