პარლამენტის თავმჯდომარემ გურჯაანში მერობის კანდიდატად ზურაბ უტიაშვილი წარადგინა. ღონისძიებაზე კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის პოტენციალს და აღნიშნა, რომ მევენახეობა მდიდარია ტრადიციებით, თუმცა, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შემოღება და განვითარება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მერს ყოველდღიური შეხება ექნება თქვენთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართულობას. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ახალგაზრდებიც იაქტიურებენ. ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
მთავარი ფოტო: gtmedia.ge