,,სასულიერო პირების უმეტესობა ფარულად აიცრა და მრევლის წინაშე კი ამის გასაჯაროება უჭირთ. ამის შესახებ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი საუბრობს. მისი თქმით, მიზეზი რატომაც მალავენ აცრის ფაქტს სასულიერო პირები არის ის, რომ მათ საპატრიარქოსგან განხორციელებული რეპრესიების ეშინიათ.
,,სასულიერო პირების უმეტესობა ფარულად და კონფიდენციალურად არის აცრილი, მრევლის წინაშე კი ამის გასაჯაროება უჭირთ. მე ვიცნობ რამდენიმე მღვდელმთავარს, რომელმაც "ფაიზერის" აცრა გაიკეთა, მაგრამ რცხვენია ამის გასაჯაროების, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი რისხვა იქნება მათზე და საპატრიარქოს ადმინისტრაცია მათ მიმართ განახორციელებს გარკვეულ რეპრესიებს" _ ამბობს თეოლოგი.