საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.
,,მეორე დღეა, აღინიშნება 13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რუსეთი ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების ოთხ დარღვევაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ _ წერს დავით ზალკალიანი.

2008 წელს ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და ოს სეპარატისტებს შორის ომი დაიწყო. 7 აგვისტოს საქართველომ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოკუპაცია დაიწყო. მომდევნო დღეს რუსეთმა საპასუხოდ ცხინვალში საკუთარი ჯარი და მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად დაიწყო სხვა რეგიონების დაბომბვაც. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 9 აგვისტოს რუსი და აფხაზი ძალები კოდორის ხეობას თავს დაესხნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. 12 აგვისტოს მხარეებმა საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.